კულტურამთავარი

სომხური  ენა  ქართულ სკოლებში   –   შეთავაზება თბილისიდან

საქართველო  სომხეთის ხელისუფლების საპასუხოდ სთავაზობս სომხური ენის სწავლების ორგანიზებას ქართულ სკოლებშიც. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება სომხურ სკოლებში ქართულის სწავლების შესახებ მეზობელ ქვეყანაში მწვავე დისკუსიების მიზეზი გახდა, იდეა ზოგადად მისასალმებელია.

რაც უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანეთს, მით ნაკლები პრობლემა გვექნება“, – აცხადებენ „რადიოლურის“ თანამოსაუბრეები.

“შნორჰაკალუთიუნ” – სომხურ ენაზე ქართველთაერთი  ჯგუფი მადლობას უხდის სომხეთის მთავრობას სკოლებში ქართული ენის შესწავლის დაწყებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ყოფილმა ომბუდსმენმა, უჩა ნანუაშვილმა „რადიოლურთან“ საუბარში განაცხადა, რომ კარგი იქნება საქართველოშიც იგივე გაკეთდეს. გარდა სომხური სკოლებისა, ქართულ სკოლებში სომხურიც უნდა ისწავლებოდეს არასავალდებულოდ.

„მეზობელ ქვეყნებში ქართულის და სომხური ენის სწავლების იდეა გააღრმავებს ჩვენს მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. ახლა ჩვენი საკომუნიკაციო ენა უმეტეს შემთხვევაში რუსულია, მე-19 საუკუნემდე კი ერთმანეთის ენებზე ვსაუბრობდით, ერთმანეთის უკეთ გვესმოდა.

ყოფილი ომბუდსმენი ამბობს, რომ ის ცხოვრობდა და გაიზარდა ჰავლაბარის ერთ-ერთ „იტალიურ ეზოში“, ბებია თავისუფლად ფლობდა სომხურს, თვითონ კი ორასზე მეტი სომხური სიტყვა იცის. “მაგალითად, “შნორჰაკალუთიუნ“  („მადლობა“)  ჩემი საყვარელი სიტყვაა.”

ჯავახშვილის უნივერსიტეტის სომხური კვლევების კათედრის ლექტორი ლეილა ჯეჯელავა აღნიშნავს, რომ ეს რთული კითხვების გამორიცხვას შეუწყობს ხელს.

„რაც უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს, მით ნაკლები პრობლემა გვექნება, ეს არის საფუძველი, რომ ქართულ-სომხურ ურთიერთობას ახალი ხარისხი მივცეთ.

კავკასიის საკითხებში ექსპერტი ნიკა ჩიტაძე დასძენს, რომ ჩვენმა ძველმა ერებმა ერთმანეთი უნდა გაიცნონ.

„სომხები და ქართველები რეგიონის უძველესი ერები არიან, მათ ერთად დიდი გზა განვლეს. ჩვენ გვყავდა სხვადასხვა მტერი, იყო დრო, როდესაც ჩვენ ვმოქმედებდით როგორც ერთიანი ძალა, შევძელით  შეგვენარჩუნებინა კულტურა, ენა, რელიგია, მრავალსაუკუნოვანი მშვიდობიანი თანაცხოვრება, რაც მაგალითია არა მხოლოდ ჩვენი მომავალი თაობებისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის“.

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ვაჰრამ დუმანიანმა რამდენიმე დღის წინ  განაცხადა, რომ სომხეთის ზოგიერთ სკოლაში ქართულის სწავლა მიმდინარე წლიდან დაიწყება.

მინისტრმა არ დააკონკრეტა, რომელ სკოლებში ისწავლება ქართული ენა, თუმცა დაარწმუნა, რომ მზად არიან პროცესის დასაწყებად. „ქართულ ენას საზღვრისპირა და არასაზღვრისპირა სკოლებში შეისწავლიან“, – განაცხადა მან.

ავტორი გიტა ელბაკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button