მთავარიპოლიტიკა

შედგა ფაშინიანისა და მიშუსტინის შეხვედრა

ყირგიზეთის ქალაქ ჩოლპონ-ატაში სამუშაო ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს შეხვდა.

„არმენპრესის“ ცნობით, მიხაილ მიშუსტინმა პირველმა გადასცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თბილი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და აღნიშნა,  რომ„ბოლო დროს განხილული იქნა  რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის რესპუბლიკის ურთიერთობის დღის წესრიგის საკითხები. ამ რამდენიმე ხნის წინ  შეგხვდით მინსკში, ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სესიის ფარგლებში

რა თქმა უნდა, აუცილებელია დიალოგის გაგრძელება აქტუალურ თემებზე, როგორც ორმხრივი დღის წესრიგის, ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ჩვენს ურთიერთობებზეც. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ სომხეთთან ჩვენს მეგობრულ, ძმურ ურთიერთობას, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს ხალხებს შორის ღრმა ისტორიულ და სულიერ კავშირებზე. მომავალ კვირას, 29 აგვისტოს, ჩვენ აღვნიშნავთ მნიშვნელოვან იუბილეს – მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების ხელმოწერის 25 წლის იუბილეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა რუსეთის ფედერაციასა და სომხეთს შორის მოკავშირე ურთიერთობებს.

ჩვენი დღევანდელი შეხვედრა კი ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სესიის ფარგლებში იმართება. კავშირის ფარგლებში ჩვენ წარმატებით ვძლევთ გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის შედეგებს. ეს თქვენც ახსენეთ დღეს. დარწმუნებული ვარ, ერთად ჩვენ შევძლებთ უპირველეს ყოვლისა უზრუნველვყოთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  ქვეყნების ეკონომიკის სტაბილურობა და რაც მთავარია, ავამაღლოთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე“.

ნახეთ მეტი
Back to top button