მთავარიპოლიტიკა

FAST გახდა “Starmus” ფესტივალის პარტნიორი  –  მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

სომხეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდს (FAST) და STARMUS საერთაშორისო ფესტივალს შორის 5-11 სექტემბერს ერევანში გამართული მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის “Starmus”-ის წინ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. FAST, როგორც  სომხეთში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ეკოსისტემის ტრანსფორმაციის საქმის პიონერი, იმოქმედებს როგორც ფესტივალის “Starmus” პარტნიორი მეცნიერების, ხელოვნებისა და მუსიკის სფეროებში, ხელს შეუწყობს ორგანიზაციის მისიის განხორციელებას და ჩატარებას. FAST-მა შეიძინა “Starmus” ფესტივალის  100 ბილეთი,  რომელსაც გადასცემს სომხეთის საშუალო სკოლის მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ფონდი ფესტივალის „50 წელი მარსზე“ ფარგლებში სამეცნიერო ბანაკშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თავისუფლების მოედანზე, ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრის გვერდით გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button