მთავარიპოლიტიკა

IT სექტორში მომუშავე სომხურ კომპანიებს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის უზარმაზარი პოტენციალი აქვთ – ანდრეა ვიქტორინი

სომხეთსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება ითვალისწინებს რეგულაციებს, რომლებიც იცავს მწარმოებლებს როგორც ევროკავშირში, ასევე სომხეთში და ხსნის ახალ ბაზრებს.  ამის შესახებ სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა [“Armenpress”] -თან (https://www.armenpress.am/)  ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად გადავდივართ თანამშრომლობის ახალ სფეროებში, როგორიცაა კრეატიული ინდუსტრიები. ისინი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირში. გასულ კვირას ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას კრეატიული აქსელერაციის პროგრამაზე „CATAPULT“, რომლის ფარგლებშიც ხელს შევუწყობთ სომხეთში კრეატიული ინდუსტრიის სექტორის განვითარებას. სხვა სფეროსაც ვხედავ. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე სომხურ კომპანიებს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის უზარმაზარი პოტენციალი აქვთ. ასე რომ, ვფიქრობ, თანამშრომლობის მრავალი სფერო არსებობს და ეს დადებითად აისახება ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე“, – განაცხადა ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button