პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა ბაქოს განცხადებას მინსკის ჯგუფის ახალი თანათავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა ეუთოს მინსკის ჯგუფის ახალი თანათავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით ოფიციალური ბაქოს მიერ გაკეთებულ აბსურდულ განცხადებას, რომ ვითომ და ასეთმა ნაბიჯებმა „არ შეიძლება ხელი შეუწყოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებას“.

„არმენპრესის“ ცნობით, გლობალური საზოგადოებრივ საქმეთა ბიუროს სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პანტელმა, გამოპეხმაურა რა აზერბაიჯანული მხარის განცხადებას, კონკრეტულად აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ფილიპ რიკერი დანიშნა „კავკასიაში მოლაპარაკებების ხაზით უფროს მრჩევლად, რითაც ხაზს ვუსვამთ ჩვენს ერთგულებას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების საქმეში“. „როგორც ქვეყანა, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთთან ორმხრივ, მრავალმხრივ დონეზე, ასევე თანამოაზრე პარტნიორებთან თანამშრომლობით ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სამშვიდობო მოგვარების მისაღწევად“, – აღნიშნა მან.

პანტელმა კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ამიერიდან ელჩი რიკერი წარმოადგენს აშშ-ს როგორც მინსკის ჯგუფში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

25 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა გამოცდილი დიპლომატის ფილიპ რიკერის დანიშვნა კავკასიის საკითხებზე მოლაპარაკებების მთავარ მრჩევლად. ამ თანამდებობაზე რიკერი ასევე შეასრულებს ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარის ფუნქციებს და შეასრულებს აშშ-ს დელეგაციის მთავარ მომლაპარაკებელს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი უსაფუძვლო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „…თითქმის დაშლილი მინსკის ჯგუფის გამოცოცხლების მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს შეერთებული შტატების გარიცხვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესიდან“.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ “ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებულია” და დასძინა, რომ სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოგვარების მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირება “არანაირად არ შეუწყობს ხელს ამ ურთიერთობების მოგვარებას”.

ნახეთ მეტი
Back to top button