საზოგადოება

ევროკავშირში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა რეკორდულია

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა რეკორდულია. თუმცა, გასული წლის ბოლოს საქართველო იმ ათ ქვეყანას შორის მოხვდა, რომლის მოქალაქეებმაც ყველაზე მეტი თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებიდან მოითხოვეს, წერს Aliq media.

2022 წლის პირველ კვარტალში, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინეს და რუსეთმა სამხედრო აგრესია მოახდინა უკრაინის წინააღმდეგ, ეს გახდა ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის მთავარი ფაქტორები. 2022 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირში დროებითი დაცვის სტატუსი მიიღო საქართველოს 390 მოქალაქემ. ეს განსაკუთრებული სტატუსი ენიჭებათ მათ, ვინც ქვეყანა დატოვა უკრაინის ომის გამო.

2022 წლის პირველ ოთხ თვეში ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 8075-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც ნიშნავს, რომ ეს მონაცემი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 183 პროცენტით გაიზარდა.

2022 წლის პირველ კვარტალში საფრანგეთიდან თავშესაფარი საქართველოს 2725-მა მოქალაქემ მოითხოვა, გერმანიიდან 2455-მა, იტალიიდან 1100-მა.

2022 წლის პირველ კვარტალში განაცხადების 42 პროცენტი ქალებმა შეიტანეს.

 გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვარგარეთ თავშესაფრის მაძიებელ ქალთა რაოდენობა ოდნავ გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 39 პროცენტი იყო. ასაკობრივი თვალსაზრისით, ევროკავშირში თავშესაფრის მსურველი საქართველოს მოქალაქეების ასაკი შემდეგნაირად ნაწილდება:

22 პროცენტი – 18 წლამდე, 35 პროცენტი – 18-დან 24 წლამდე, 41 პროცენტი – 35-დან 64 წლამდე, მხოლოდ 1 პროცენტი – 65 წელზე მეტი.

ანგარიშის მიხედვით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გასულ წელს ყველაზე მეტი უარი ქართველმა ბავშვებმა მიიღეს თავშესაფრის მოთხოვნაზე. განაცხადის 96 პროცენტმა უარი მიიღო, 2 პროცენტმა მიიღო სუბსიდირებული დაცვის სტატუსი, 1 პროცენტმა მიიღო დაცვა ჟენევის კონვენციით, ხოლო კიდევ 1 პროცენტმა მიიღო ჰუმანიტარული დაცვის სტატუსი.

ნახეთ მეტი
Back to top button