საერთაშორისო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სომხეთს ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სომხეთს მადლობა გადაუხადა ტყის ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის, იტყობინება “Sputnik საქართველო”.

„შეგვთავაზეს, რომ დაგვეხმარონ ტექნიკით, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვახდინეთ ტექნიკის მობილიზება, მაგრამ ხედავთ, რომ ფიზიკურად ვერ ვიყენებთ ამ ტექნიკას დიდი რაოდენობით, რადგანაც რელიეფი საშუალებას არ გვაძლევს“, – განაცხადა გომელაურმა.

„ ყველაზე ეფექტური თვითმფრინავების გამოყენებაა, თუმცა ხანძარი  მთელს ევროპაში არის გავრცელებული და არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ თვითმფრინავებით დაგვეხმარებიან“.  

ნახეთ მეტი
Back to top button