მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების შეხვედრის თარიღი და ადგილი ცნობილია

30 აგვისტოს მოსკოვში დაგეგმილია სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების მჰერ გრიგორიანისა და შაჰინ მუსტაფაევის შეხვედრა.

ამის შესახებ ცნობას ავრცელებს სომხეთის ვიცე-პრემიერის  მჰერ გრიგორიანის აპარატი.

მჰერ გრიგორიანისა და შაჰინ მუსტაფაევის პირველი შეხვედრა გაიმართა 2022 წლის 24 მაისს სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორის საზღვარზე საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე კომისიების ერთობლივი მუშაობის ფორმატში.

ნახეთ მეტი
Back to top button