სპორტი

არსენ ზაქარიანი შესაძლოა ლონდონის “ჩელსიში” გადავიდეს

სომხური წარმოშობის რუსი ფეხბურთელი არსენ ზაქარიანი შესაძლოა ლონდონის ჩელსიში გადავიდეს. ამის შესახებ „არმენპრესის“ ცნობით, რუსული მასმედია წერს. “არისტოკრატები” მზად არიან გადაიხადონ მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელის არსენ ზაქარიანის გადადგომის საფასური, რომელიც 15 მილიონ ევროს შეადგენს. არსენ ზაქარიანის მოქმედი კონტრაქტი მოსკოვის “დინამოსთან” 2024 წლამდეა გათვლილი. რუსულ კლუბში მან 52 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა. რუსეთის საფეხბურთო ნაკრებში ზაქარიანის დებიუტი 2021 წელს შედგა და აქამდე 4 მატჩი ჩაატარა.

ლონდონისჩელსისინგლისის მიმდინარე ჩემპიონატში 3 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, მიმდინარე სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ნახეთ მეტი
Back to top button