საერთაშორისო

Forbes: ყველაფერი ბათუმში მშენებარე „ხელოვნური კუნძულის“ შესახებ

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის სანაპიროზე ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის მოწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული პროექტია ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თანაც არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. პროექტის მნიშვნელობას ადასტურებს მასში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აქტიური ჩართულობა, რომლის შედეგად, ამ $100-მილიონიან მეგაპროექტს „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ წერს bm.ge

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ტერიტორიას გააერთიანებს, პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, სასეირნო პრომენადები და ზღვისპირა ბულვარი მოეწყობა და აკვაპარკები, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობები აშენდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილ კონცეფციას სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს, მათ შორის მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვა და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოება, რაც ქალაქის არსებული ჭარბი განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის კონცეპტუალურ მხარეზე მისი მშენებელი კომპანია განსაკუთრებით ზრუნავს, რადგან ბათუმი აილენდის ტერიტორიის შესაძლო ქაოსური განაშენიანება კომპანიის მესვეურებისთვის მიუღებელია. საინტერესოა ისიც, რომ ამ მიმართულებით პროექტში მსოფლიოს წამყვანი კომპანიებიც არიან ჩართულნი, მათ შორის Colliers International-ი, Yüksel Project International-ი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანული დამგეგმარებელი კომპანია Arup-ი. ამგვარად, როგორც ბათუმი აილენდის მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, პროექტის კონცეფცია დეტალური და გააზრებული იქნება.

თავისთავად ცხადია, რომ ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დადებითად აისახება არამხოლოდ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, არამედ ადგილობრივ შრომის ბაზარზეც. როგორც პროექტის მესვეურები და მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის ფარგლებში 2000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

საქართველოსა და რეგიონის წამყვანი ბიზნესგამოცემების, Forbes Georgia-სა და „ბიზნეს მედია საქართველოს“ მხრიდან ასეთი ტიპის მასშტაბური პროექტით დაინტერესება ჩვენი მკითხველისა თუ მაყურებლისთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს. ამგვარად გადავწყვიტეთ დაინტერესებულ აუდიტორიას „ბათუმი აილენდის“ პროექტის შესახებ მეტი მოვუყვეთ და განვუმარტოთ არამხოლოდ ამ პროექტის მნიშვნელობა, არამედ ვაუწყოთ ისიც, თუ რა ეტაპზეა ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა და ვინ არის ამ პროექტის მესაკუთრე.

მოდი, ისტორიით დავიწყოთ: ბათუმში ღუზის ფორმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობა პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში დააანონსა, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია. თუმცა, ყველაფერი მალევე გაცხადდა, როცა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბიექტს, რომელიც „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტს ახორციელებს, აღნაგობის უფლებით 90 ჰა ტერიტორია გადაეცა „ბარცხანასა“ და „თამარის“ დასახლებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button