მთავარიპოლიტიკა

დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთს ეჯიბრებიან:   ექსპერტი ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრის ატმოსფეროს შესახებ

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის მორიგი შეხვედრა 31 აგვისტოს ბრიუსელში გაიმართება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, ფაშინიანსა და ალიევს შორის ცალკე შეხვედრას არ უნდა ველოდოთ.

აზერბაიჯანი აგრესიის დონეს ზრდის

აზერბაიჯანის საკითხებში ექსპერტის, ტარონ ჰოვჰანნისიანის თქმით, შეხვედრის წინა დღეებში ბევრი პრობლემა დაგროვდა, მათ შორის აღსანიშნავია აგვისტოს დასაწყისში აზერბაიჯანის აგრესიული ქცევა არცახში.

ალიევი ოფიციალურად აცხადებს, რომ აღავნოს, სუსისა და ბერძორის მაცხოვრებლებმა უნდა დატოვონ და ვალდებულნი არიან დატოვონ სახლები. ეს, ფაქტობრივად, არის იძულებითი დეპორტაცია და ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის ცრუ თეზისს, რომ სომხებს შეუძლიათ მშვიდობიანად იცხოვრონ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.  ბაქოს ხელისუფლება სომხებს აიძულებს დატოვონ სახლები.

„დარწმუნებული ვარ, შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში არ წარიმართება, რადგან ბაქო ამისთვის არ არის განწყობილი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაატარებდა აგრესიულ პოლიტიკას. აზერბაიჯანის ქმედებები სულ უფრო აგრესიული ხდება როგორც არცახის, ისე სომხეთის მოსახლეობის მიმართაც. შესაბამისად, შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარე დადებითი ცვლილებების ალბათობა ნულის ტოლია“, – განაცხადა პოლიტოლოგმა NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბარში.

პარალელურად არის სხვა საკითხებიც, მათ შორის კომუნიკაციების განბლოკვა, დემარკაცია და დელიმიტაზია,  ჰუმანიტარული საკითხები.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრის წინა დღეს მოსკოვში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხების კომისიის წევრების მეორე შეხვედრა გაიმართება, რომელიც 30 აგვისტოს არის დაგეგმილი. პირველი ასეთი შეხვედრა 24 მაისს სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორის საზღვარზე, იერასხის სექტორში გაიმართა.

ბაქო არ ასრულებს თავის ვალდებულებებს

ჰოვანსიანის თქმით, აზერბაიჯანს სულაც არ სურს  კომუნიკაციების განბლოკვა. ეს გამოწვეულია არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ფაქტორებით. ბაქომ ჩამოაყალიბა ეგრეთ წოდებული „ზანგეზურის დერეფნის“ იდეა სომხეთის ტერიტორიაზე.

აზერბაიჯანი მასში ვერ ხედავს ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას. ის, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ასეთი მიდგომა არ იქნება, ამას მოწმობს ბაქოს პოზიცია სომეხი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო მძევლების დაბრუნების შესახებ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც იწვევ სყალბი  სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას. აზერბაიჯანი უარს ამბობს ყველა დაკავებული პირის დაბრუნებასთან დაკავშირებული  ვალდებულებების შესრულებაზე.

შეხვედრამ  შეიძლება ხელი შეუწყოს ნდობის განმტკიცებას,  ასეთი სურვილი არსებობის შემთხვევაში, მაგრამ  და აზერბაიჯანს ასეთი სურვილი არ გააჩნია.

„ვფიქრობ, შეხვედრა აზრთა გაცვლით შემოიფარგლება“, – განაცხადა ექსპერტმა.

ამჟამად  შუამავლის როლს ბრიუსელი ასრულებს, თუმცა, როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, მოსკოვში შეხვედრების იგივე ინტენსივობით ორგანიზებას არავინ ზღუდავს.

„არარეალურია იმის გაფიქრება,  რომ ბრიუსელს აქვს ბერკეტები და შეუძლია შეზღუდოს შეხვედრის ორგანიზება, თუკი ამას რუსული მხარე წამოიწყებს.

ევროკავშირი უდავოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ყველამ იცის რუსეთის სამხედრო ყოფნის შესახებ რეგიონში, მათ შორის ყარაბაღში და ესმის, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ მოსკოვის შუამავლობით დაიწყო სამმხრივი ფორმატები.

არ მგონია, რომ ევროკავშირმა მოსკოვის ნაწილობრივ გამოძევებაც კი შეძლოს მიმდინარე პროცესებიდან, რადგან ქვეყანაში რეალური ყოფნა მხოლოდ რუსეთს აქვს. ხოლო  დასავლეთსა და რუსეთს შორის რომ კონკურენციაა ეს სხვა საკითხია.  თითოეული მხარე ცდილობს აჩვენოს, რომ ყველაზე აქტიური შუამავალია და ცდილობს პრობლემების გადაჭრას. ეს კონკურენცია ასევე ვლინდება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორისაც (ერთის მხრივ რუსეთი, მეორე მხრივ აშშ და საფრანგეთი).

მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მხარე პროცესს დატოვებს “, – ხაზგასმით აღნიშნა ჰოვჰანნისიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button