მთავარიპოლიტიკა

ეუთოს მკაცრი პასუხი აზერბაიჯანს

ეუთო-ში საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც არსებითად ეხმაურება ბაქოს განცხადებებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ეუთოს მინსკის ჯგუფის არსებობას. „იცით თუ არა, რომ საფრანგეთი ეუთოს მინსკის ჯგუფს აშშ-თან და რუსეთთან ერთად 1997 წლის 1 იანვრიდან თანათავმჯდომარეა? ჯგუფი უზრუნველყოფს პლატფორმას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებისთვის, რათა საბოლოოდ დაამყაროს სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში“, – ნათქვამია პოსტში. მანამდე კი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩევლად და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ დიპლომატ ფილიპ რიკერის დანიშვნის გადაწყვეტილება.

„აზერბაიჯანის პოზიცია მინსკის ჯგუფთან დაკავშირებით არაერთხელ იყო გამოხატული და მკაფიოდ ჩამოყალიბებული უმაღლეს დონეზე. პრაქტიკულად დაშლილი მინსკის ჯგუფის „აღორძინების“ მცდელობებმა შეიძლება გამოიწვიოს აშშ-ის გასვლა სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოწესრიგების პროცესიდან. ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებულია და ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია. საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმა, უნდა გაიგონ, რომ სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირება არანაირად არ ემსახურება დარეგულირებას“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა ლეილა აბდულაევამ. ბაქოს განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პანტელმა განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დანიშნა ფილიპ რიკერი კავკასიაში მოლაპარაკებების უფროს მრჩევლად, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის ერთგულებას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებაში. საჩივრები დღეს ბაქოდანაც გაისმა აშშ-სა და საფრანგეთის წინააღმდეგ. ილჰამ ალიევის მრჩეველმა ჰაჯიევმა დასავლეთის ორი ქვეყნის ელჩების შუშში ჩასვლაზე უარის თქმასთღან დაკავშირებით განცხადბა გააკეთა. „საფრანგეთისა და აშშ-ის ელჩები დღეს შუშში არ არიან. მათ ღიად უგულებელყვეს აზერბაიჯანის მთავრობის მოწვევა“.  ჰაჯიევი კვლავ ჩიოდა, რომ საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, “კონფლიქტის დარეგულირებაში წვლილი ვერ  შეიტანეს”. „მათ ტყუილად დაკარგეს ჩვენი დროის 30 წლის განმავლობაში.  ისინი ჩვენ კიდევ ერთხელ უგულველგვყოფენ, როცა შუშაში  წამოსვლაზე  უარს ამბობენ“, – განაცხადა ჰაჯიევმა.

https://twitter.com/OSCE?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1563155962847825921%7Ctwgr%5Ea68deaa1391ce75090e901161b98f70e4fb69841%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Ffactor.am%2F547500.html

ნახეთ მეტი
Back to top button