კულტურამთავარი

კრისტინა აგილერა ერევანში კონცერტს გამართავს

მსოფლიოში ცნობილი პოპ ვარსკვლავი, “გრემის” ექვსგზის მფლობელი კრისტინა აგილერა 22 ოქტომბერს ერევნის სტადიონზე “ჰრაზდანი“ საკონცერტო პროგრამას გამართავს, იუწყება Haya Festival-ის Facebook-გვერდი.

„მომღერალი შთაგონებულია ისეთი ვარსკვლავებით, როგორებიც არიან კამილა კაბელო, სემ სმიტი, ალესია კარა, ჯესი ჯეი, მეგან ტრეინორი, დემი ლოვატო, არიანა გრანდე და სხვა.

აგილერა მრავალი მუსიკალური ჰიტის ავტორი და შემსრულებელია. ის ექსკლუზიური საკონცერტო პროგრამით გამოვა.

კაშკაშა შოუ პროგრამა, შეუცვლელი ემოციები და დაუვიწყარი მოგონებები ელის ჩვენს საყვარელ მაყურებელს

22 ოქტომბერს “ჰრაზდანის” სტადიონზე შევხვდებით”, – იუწყება Haya Festival-ი.

ნახეთ მეტი
Back to top button