მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთისა და აშშ-ის ელჩებმა აზერბაიჯანში შუშში წასვლაზე უარი განაცხადეს. ბაქომ უკმაყოფილობა გამოთქვა

„დღეს შუშში არ იმყოფებიან საფრანგეთისა და აშშ-ის ელჩები. მათ ღიად უგულებელყვეს  აზერბაიჯანის მთავრობის მოწვევა“, – სააგენტო APA-ს ცნობით, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეტ ჰაჯიევმა. მან აღნიშნა, რომ ეს ითვლება „აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემლობად, რადგან ამ ქვეყნების აზრით, კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა მან.

ჰაჯიევმა კვლავ უკმაყოფილება გამოხატა, რომ საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, “კონფლიქტის დარეგულირებაში წვლილი არ შეიტანეს”. „მათ ტყუილად დაკარგეს ჩვენი დროის 30 წელი. ამ მოგზაურობაში არ მონაწილეობით მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს უპატივცემლობა“, – განაცხადა ჰაჯიევმა. შეგახსენებთ, შუშში იმართება საერთაშორისო კონფერენცია  აზერბაიჯანში აკრედიტებული დიპლომატებისა და სამხედრო წარმომადგენლების მონაწილეობით.

ნახეთ მეტი
Back to top button