
26 აგვისტოს, სრ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ედუარდ ასრიანი, რუსეთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, არმიის გენერალ ვალერი გერასიმოვს.
“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ განცხადება თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ვალერი გერასიმოვმა მიულოცა ედვარდ ასრიანს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად დანიშვნა და ქმედითი და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა სომხეთის რესპუბლიკის საკეთილდღეოდ. სრ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა რუს კოლეგას გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ასევე არცახში დაფიქსირებული მოვლენები და არსებული ვითარება. შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები. საუბარი შეეხო სრ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას და რეფორმების მიმდინარეობას. ასევე განიხილეს რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.