პოლიტიკა

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას 1 წლით ითხოვენ

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას 1 წლით ითხოვენ. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, საქართველოს და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკით, პატიმრისთვის სასჯელის გადავადების მაქსიმალური დრო სწორედ 1 წელია

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ ბრეგაძის განცხადებას, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდეს, როგორც ხაჭაპურიძემ თქვა,  მიხეილ სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ის ექსპერტებთან ითანამშრომლებს.

“ძაან მძიმე დღე ჰქონდა. მოყვა, რომ ჰქონდა ურთულესი კვლევები ორივე ექსპერტთან შეხვედრის დროს და ძაან დასუსტებულია. დაინტერესდა ექსპერტების პოზიციით, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ისინი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ წერილობით დასკვნაში, როდესაც გამოაგზავნიან…

ალტერნატიულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს მათი გადასაწყვეტია. ხელისუფლება თუ დანიშვნას ექსპერტიზას, მიხეილ სააკაშვილის თანხმობის გარეშე შეუძლია ჩაატაროს. ქართული კანონმდებლობით, იძულების წესითაც შეუძლიათ ექსპერტიზის დანიშვნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ან რა აქვს საწინაამღმდეგო? ითანამშრომლებს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ კლინიკა ვივა მედიდან გამოსვლის შემდეგ. 

დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება მიხეილ სააკაშვილისთვის, იუსტიციის მინისტრმა ბრეგაძემ გუშინ დააანონსა.  

ნახეთ მეტი
Back to top button