კულტურა

ერევანში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „სომხეთი“ გაიმართება,  მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები

მე-6 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „სომხეთი“ ერევანში 3 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და ევროპის კულტურული მხარდაჭერის ფონდი (EUFSC) კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ, რათა კლასიკური მუსიკის მოყვარულებს წარუდგინონ ცნობილი მუსიკოსები. ფესტივალის ჩატარებას მხარს უჭერს სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო.

ფესტივალი მოიცავს 7 სიმფონიურ საკონცერტო საღამოს. პირველი კონცერტი 3 სექტემბერს გაიმართება, რაც სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ახალი საკონცერტო სეზონის დასაწყისია. საღამოზე მსოფლიოში ცნობილი ვიოლონჩელისტი გოტიე კაპუსონი გამოვა.

“სომხეთი” მუსიკოსების დიდ ჯგუფს უმასპინძლებს: მევიოლინეები ჯუზეპე გიბონი, სერგეი კრილოვი, ფლეიტისტი ჟასმინ ჩოი, პიანისტი ფედერიკო კოლი, ვიოლონჩელისტი მიშა მაისკი. სომეხი მუსიკის მოყვარულებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა მოუსმინონ მევიოლინე გილ შაჰამს და ტენორ ჯოზეფ კალეას, რომლებმაც მდაიპყრეს  მსოფლიოს საუკეთესო სცენები. კონცერტებს უდირიჟორებენ “სომხეთის” ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი სერგეი სმბატიანი, დანიელ რაისკინი, ფინეგან დაუნი დიერი, ჰანსორგ შელენბერგერი.

ფესტივალის ფარგლებში მოწვეული არტისტები ჩაატარებენ პროფესიონალურ მასტერკლასებს ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button