საზოგადოება

ისტორიაში პირველად, ადამიანს ერთდროულად COVID-19, მაიმუნის ყვავილი და აივ ინფექცია დაუდგინდა

,,მთავარი არხი” წერს, რომ სამედიცინო ჟურნალი Journal of Infection-ი წერს, რომ ისტორიაში პირველად, ადამიანს ერთდროულად დაუდგინდა COVID-19, მაიმუნის ყვავილი და აივ ინფექცია

ინფიცირებული პაციენტი 36 წლის იტალიელია, რომელიც 16-20 ივნისს ესპანეთში ისვენებდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი დაეწყო ყელის ტკივილი, დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, რის შემდეგაც კაცმა ქალაქ კატანიას საავადმყოფოს მიმართა.

თავდაპირველად მას კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შემდეგ კი გამონაყარი და წყლულები გაუჩნდა. აივ-ინფექციაზე და მაიმუნის ყვავილზე ჩატარებულმა ანალიზებმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ექიმების განცხადებით, მამაკაცს ესპანეთში ყოფნისას, დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა.

ნახეთ მეტი
Back to top button