ეკონომიკა

რომელია საქართველოს 5 წამყვანი საგარეო სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა?

2022 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 35,3%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს. იმპორტი 7 მილიარდ დოლარზე მეტია (+34,8%), ხოლო ექსპორტი – 3,1 მილიარდი (+35,4%).

პირველ ადგილზეა თურქეთი 14,9% ანუ 1,5 მლრდ დოლარის სავაჭრო ბრუნვით, მოსდევს რუსეთი – 1,2 მლრდ ან 11,9%, ჩინეთი – 1 მლრდ ან 10,7%, აზერბაიჯანი – 734 მლნ დოლარი ან 7,2%, მეხუთეზეა აშშ 659 მილიონი დოლარით ანუ 6.5%.

მე-6 ადგილზეა სომხეთი 593 მილიონი დოლარის წილით ანუ 5,8%-ით.

ნახეთ მეტი
Back to top button