საზოგადოება

სომხეთში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში Covid-19-ის 2124 შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში 22-28 აგვისტოს პერიოდში კორონავირუსის 2124 შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სრ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 434 398 მიაღწია, საიდანაც გამოჯანმრთელდა 421 316, ხოლო გარდაიცვალა 8 655.

გასულ კვირაში გამოჯანმრთელდა 1788 მოქალაქე, დაფიქსირდა 7 გარდაცვალება.

ამ დროისთვის, ფაქტობრივად, კორონავირუსით მკურნალობს 2745 პაციენტი.

ერთ კვირაში ჩატარდა 6131 ტესტი. ტესტების საერთო რაოდენობამ 3 184 464 მიაღწია.

ნახეთ მეტი
Back to top button