მთავარისაზოგადოება

ფაშინიანმა და პუტინმა ერთმანეთს მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების 25 წლის იუბილე მიულოცეს

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

თანამოსაუბრეებმა ერთმანეთს მიულოცეს სომხეთსა და რუსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების 25 წლის იუბილე, რომელიც დღეს სრულდება. მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის სხვადასხვა სფეროში კვლავ გაგრძელდება ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ეფექტური განვითარება და განმტკიცება.

ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმერ პუტინმა აზრები გაცვალესსომხურ-რუსული დღის წესრიგის რიგ საკითხებზე.

საუბარი ასევე შეეხო მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ვითარებას. კერძოდ, ხაზი გაესვა 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრის და 26 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმებების თანმიმდევრული შესრულების მნიშვნელობას.

ნახეთ მეტი
Back to top button