პოლიტიკა

აზერბაიჯანის შემადგენლობაში არცახს მხოლოდ ერთი მომავალი აქვს: სომხებისგან დაცლა, განადგურება და გენოციდი. დავით ბაბაიანი

აზერბაიჯანის შემადგენლობაში არცახს მხოლოდ ერთი მომავალი აქვს: სომხებისგან დაცლა, განადგურება და გენოციდი. ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაბაიანი.

კერძოდ, მან აღნიშნა: „აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელებს და სომხებს შეუძლიათ გვერდიგვერდ იცხოვრონ, როგორც ერთი ქვეყნის მოქალაქეები. პირველ რიგში, სომხებს და აზერბაიჯანელებს შეუძლიათ იცხოვრონ ერთი ქვეყნის ფარგლებში, მაგრამ ეს ქვეყანა შეიძლება იყოს მხოლოდ მესამე ქვეყანა, მაგალითად, რუსეთი, აშშ, შვეიცარია და ა.შ.

ჩვენ გვაქვს ასეთი მაგალითები, თუმცა აზერბაიჯანი ყველაფერს აკეთებს, რომ მესამე ქვეყანაშიც კი აზერბაიჯანელები სომხებს მტრულად ეპყრობიან და ამას სხვადასხვა ქვეყანაში ვხედავთ.

მაგრამ თუ ამ შემთხვევაში საუბარია არცახსა და აზერბაიჯანზე, მაშინ ჩვენ ვერ ვიქნებით აზერბაიჯანის შემადგენლობაში, რადგან არცახს აზერბაიჯანის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მომავალი აქვს: სომხებისგან დაცლა, განადგურება და გენოციდი“.

ნახეთ მეტი
Back to top button