საზოგადოება
ლუის ფიგუ სომხეთს ეწვია

პორტუგალიელი ლეგენდარული ფეხბურთელი ლუის ფიგუ ერევანში იმყოფება. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ფეხბურთელმა 27 აგვისტოს ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც სომხეთში ჩასვლის შესახებ აცნობა.
ვიდეომიმართვაში ფიგუ სომხურად მიესალმა და აღნიშნა. „მოხარული ვარ გაცნობოთ ყველას, რომ მივდივარ ერევანში, ულამაზესი სომხეთის დედაქალაქში.
მან დაამატა, რომ მოუთმენლად ელის სომხეთში ფანტასტიკური დროის გატარებას.