მთავარიპოლიტიკა

Ნაბიჯი ნაბიჯის მიმართ. ფაშინიან-ალიევის შეხვედრის შედეგის პროგნოზი

31 აგვისტოს ბრიუსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი. რას შეიძლება ველოდოთ ამ შეხვედრისგან? თემაზე ,,რადარ სომხეთი“ ესაუბრა საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერს, ანალიტიკოსს, ლიბანში გამოცემული სომხურენოვანი გაზეთის „აზდაკის“ მთავარ რედაქტორს შაჰან განტაჰარიანს.

შაჰან განთაჰარიანის თქმით, ბრიუსელი თანმიმდევრულად აგრძელებს ძალისხმევას შუამავლური მისიის განსახორციელებლად და მუდმივად ცდილობს იყოს მოსკოვის საპირწონე. ამოცანები: ბლოკადის მოხსნა, დემარკაცია, სამშვიდობო შეთანხმება, იგივეა. უბრალოდ შუამავლური შეჯიბრია.

„არა მგონია  გარდატეხის რაიმე შედეგი იყოს. მოსკოვი კვლავ სუპერშუამავალია ახალი სტატუს კვოს თვალსაზრისით. ჰუმანიტარული კუთხით, არ არის გამორიცხული, რომ ბრიუსელი სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხზეც იმუშავებს, მაგრამ, ვფიქრობ, ესეც „ნაბიჯი ნაბიჯის მიმართ“ ფორმულით არის განპირობებული.

ვფიქრობ, რომ რეგიონში ვაშინგტონის და ბრიუსელის გააქტიურების წონა და შესაძლებლობები გარკვეულწილად უკავშირდება უკრაინის ომის შედეგებს. და პროცესები შეიმჩნევა რუსეთის იზოლაციის გეოპოლიტიკურ ორბიტაში“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

ნახეთ მეტი
Back to top button