სრ-ს პარტნიორობა ექსკლუზიურად მშვიდობიანი მიზნებისკენ მიისწრაფვის და არანაირი კავშირი არ აქვს ბიოლოგიურ იარაღთან
სრ უშიშროების საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება თანამშრომლობით პარტნიორობაში მონაწილეობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების საფრთხეების შემცირებას. განცხადებას ქვემოთ წარმოგიდგენთ:
„კორონავირუსის პანდემიამ (COVID-19) ხაზი გაუსვა ძლიერი ეროვნული შესაძლებლობების მნიშვნელობას ინფექციური დაავადებების კონტროლის, დიაგნოსტიკისა და რეაგირებისთვის. საერთაშორისო თანამშრომლობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ შესაძლებლობების განვითარებაში. ჩვენი მთავრობები ღიად და გამჭვირვალედ თანამშრომლობდნენ ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს პროგრამის ნაწილს. ეს პარტნიორობა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა და არანაირი კავშირი არ აქვს ბიოლოგიურ იარაღთან. ეს პარტნიორობა იცავს ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობას ჩვენს ქვეყნებში, მათ შორის ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციით, გამოვლენით და კონტროლით და ადგილობრივი ლაბორატორიების ბიოუზრუნველყოფისა და ბიოუსაფრთხოების გაუმჯობესებით. როგორც ამ პროექტის პარტნიორები, თითოეული ჩვენგანი პირადად ვაცნობიერებთ თანამშრომლობის საერთო მიზნის მნიშვნელობას გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების განმტკიცებისა და ჩვენს საზოგადოებებზე ინფექციური დაავადებების გავლენის შესამცირებლად. ჩვენი მთავრობები მტკიცედ უჭერენ მხარს საერთო მიდგომას, რომ ასეთი თანამშრომლობა არ უნდა შეფერხდეს, არამედ უნდა წახალისდეს და გაძლიერდეს. მე-10 მუხლის შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ბიოლოგიური იარაღის კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფოს, ერთად იმუშაონ ამ მიზნის მხარდასაჭერად, მათ შორის მომავალ მიმოხილვის კონფერენციაზე“.