Შოუ უნდა გაგრძელდეს. ბრაიან მეი და სერჟ თანკიანი STARMUS-ის სცენაზე უნიკალურ წარმოდგენას შეასრულებენ

რამდენიმე დღეში სომხეთი მეცნიერებისა და მუსიკის ფესტივალს STARMUS უმასპინძლებს. სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გასამართი ფესტივალი თავისი ფორმატით უნიკალურია.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, STARMUS-ის ფესტივალის თანადამფუძნებელმა, ასტროფიზიკოსმა გარიკ ისრაელიანმა ჟურნალისტებთან საუბარში დაარწმუნა, რომ რისი მოწმენიც ვიქნებით სომხეთში, მისი მსგავსი არცერთ ქვეყანაში არ ექნება.

მან აღნიშნა, რომ თუ სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ერთი და იმავე ფორმატით იმართება სხვადასხვა მუსიკალური, სპორტული თუ სხვა ფესტივალი და ღონისძიება, მაშინ STARMUS უნიკალური და განუმეორებელია. თემები და საკითხების სპექტრი, რომელიც წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში განიხილება, მხოლოდ ერთხელაა და ამჯერად სომხეთს მიეცა ფესტივალის მასპინძლობის უნიკალური შესაძლებლობა.

„ძალიან მინდა, რომ ხალხი სერიოზულად მოეკიდოს STARMUS ფესტივალს, რადგან ის მართლაც უნიკალურია. „STARMUS-ის ყველა ფესტივალი ყოველთვის განუმეორებელი და გასაოცარი იყო და ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, რომ STARMUS, რომელიც სომხეთში გაიმართება, არანაირად არ ჩამოუვარდეს ადრე ორგანიზებულ ფესტივალებს, ყოფილიყო ისტორიული და დარჩეს ხალხის მეხსიერებაში“, – თქვა მან.
მოახლოებული ღონისძიებების შესახებ ისრაელიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდა უნიკალური ლექციებისა, მრგვალი მაგიდის დისკუსიებისა, მოსალოდნელია ორი დიდი კონცერტი. მათ შორის მან ფესტივალის თანადამფუძნებლის, ლეგენდარული Queen ბენდის გიტარისტის ბრაიან მეის კონცერტი გამოყო და ერთ ძალიან მნიშვნელოვან მახასიათებელს გაუსვა ხაზი. მეის ერთი-ორი შესრულება ჰქონდა STARMUS-ის თითქმის ყველა ფესტივალზე, სომხეთში კი მას 5 ან მეტი გამოსვლა ექნება.
ბრაიან მეი Queen’s The Show Must Go On-ს შეასრულებს System of a Down-ის სოლისტთან სერჟ თანკიანთან და გუნდთან ერთად. ფესტივალის მუსიკალურ ნაწილში ასევე პატივსი მიაგებენ დუდუკის მსოფლიო ოსტატს ჯივან გასპარიანს. ფრჩხილების გახსნის გარეშე ისრაელიანმა აღნიშნა, რომ ფესტივალის მონაწილეებს ბევრი საინტერესო სიურპრიზი ელის.

„ასევე მნიშვნელოვანია სტივენ ჰოკინგის მედლის დაჯილდოების ცერემონია, რომლის დროსაც სპეციალური საკონცერტო პროგრამა შერჩეული შესრულებითაც არის მოსალოდნელი. აღსანიშნავია ასევე 108 წუთიანი მრგვალი მაგიდა ნობელის პრემიის ლაურეატების მონაწილეობით, Star Party, რომელიც მოეწყობა მსოფლიოში ცნობილი სტუმრებისა და მეცნიერების მონაწილეობით გარნიში, სადაც განთავსდება ფესტივალის ფარგლებში სომხეთში ჩამოტანილი ტელესკოპები“, – განაცხადა ისრაელიანმა.
გარიკ ისრაელიანის თქმით, STARMUS ფესტივალის მთავარი პროგრამის ნაწილია კონფერენცია „აღმოაჩინე კოსმოსი და შეცვალე სამყარო“ (Discover the cosmos and change the world), რომელიც სპორტული საკონცერტო კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართება. აქ დაახლოებით 7000 მონაწილეს დასწრებაა მოსალოდნელი.
მან აღნიშნა, რომ ძირითადი ლექციები, კონცერტები და დისკუსიები გაიმართება სპორტულ საკონცერტო კომპლექსში, სადაც მზადება მიმდინარეობს.

„Starmus VI“ სომხეთში გაიმართება სახელწოდებით „STARMUS VI. 50 წელი მარსზე“ და მიეძღვნება მარსზე კოსმოსური სადგურის „მარსი 3“-ის პირველი დაშვების 50 წლის იუბილეს. აღსანიშნავია, რომ „მარს 3“-მა წითელ პლანეტაზე გადაიყვანა ცნობილი სომეხი ინჟინრის ალექსანდრე ქემურჯიანის რობოტი Prop-M.
მსოფლიოში ცნობილი Starmus ფესტივალი, რომელიც ასოცირდება სტივენ ჰოკინგთან, ბრაიან მეისთან, ალექსეი ლეონოვთან და მსოფლიოში ცნობილ სხვა სახელებთან, იმართება 2011 წლიდან და აერთიანებს მეცნიერებას, განათლებას, ხელოვნებას და ტექნოლოგიებს.
სექტემბერში სომხეთი უმასპინძლებს მსოფლიოში ცნობილ ასტრონავტებს: ჩარლზ ბოლდენს, კრის ჰედფილდს, ჯიმ ბაგიანს, ჯორჯ ნილდს, ჩარლი დიუკს და ნობელის პრემიის ლაურეატებს: ედვარდ მოზერს, ქიფ თორნს, ემმანუელ შარპენტიენს, მეცნიერებს: თონი ფადელს,ბრაიან გრინს, დონნა სქრიქლენდს, მსახიობებს ჯგუფს Sons of Apollo ,,აპოლონის შვილები“ რიკ უეიკმენს, სერჟ თანკიანს, ტიგრან ჰამასიანს, ანდრეი მაკარევიჩს, დერეკ შერინიანს და რიგი სხვა საერთაშორისოდ ცნობილი არტისტებს და მეცნიერებს, რომლებიც ეწვევიან სომხეთს სპეციალურად ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.