მთავარიპოლიტიკა

აშშ-მ მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს დიპლომატიური ურთიერთობის გააქტიურებისკენ

 შეერთებული შტატები მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, გააძლიერონ დიპლომატიური თანამშრომლობა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მიზნით. ,,არმენპრეს“-ის გადმოცემით ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა. კითხვაზე, თუ რას ელის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრისგან 31 აგვისტოს ბრიუსელში, პატელმა კონკრეტულად თქვა: „მე შემიძლია მხოლოდ გავიმეორო ის, რაც ადრე ვთქვით. შეერთებული შტატები რჩება სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის უსაფრთხო, სტაბილური, დემოკრატიული, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლის ხელშეწყობის ერთგული“.

ნახეთ მეტი
Back to top button