პოლიტიკა

გაერომ დააფიქსირა 2020 წელს აზერბაიჯანის მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შემთხვევები

გაერომ დააფიქსირა 2020 წელს აზერბაიჯანის მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შემთხვევები, ამის შესახებ  არცახის უფლებადამცველი  გეღამ სტეპანიანი იუწყება.

„კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის საბოლოო დაკვირვებები აზერბაიჯანის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მოიცავდა 2020 წ. აზერბაიჯანის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შემთხვევებს არცახის წინააღმდეგ აგრესიის დროს და მის შემდეგაც.

კომიტეტის მიერ დაფიქსირებული შეშფოთება ეროვნებითა და წარმოშობით სომხების მიმართ რასისტული სიძულვილის გაღვივებისა და რასისტული სტერეოტიპების პროპაგანდის შესახებ, მათ შორის აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლების მიერ, ისევე როგორც სათანადო გამოძიების არარსებობა, საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, რომ აზერბაიჯანში დისკრიმინაციული პოლიტიკა ხორციელდება სახელმწიფო დონეზე.

კომიტეტის მიერ მითითებული ყველა სხვა შემთხვევა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომეხი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, მათ შორის სასამართლოს გარეშე მკვლელობები, წამება, არასათანადო მოპყრობა და თვითნებური დაკავება, ასევე სომხური კულტურული და რელიგიური ძეგლების განადგურება ხორციელდება აზერბაიჯანის დისკრიმინაციული სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად.

აზერბაიჯანის დისკრიმინაციული პოლიტიკის სახელმწიფო დონეზე განხორციელება მოწმობს, რომ არცახის ხალხის მიერ არჩეულ გზას და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მშენებლობას ალტერნატივა არ გააჩნია.  დარწმუნებულები ვართ, რომ არცახის საერთაშორისო აღიარება მომწიფდა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების გამოვლინება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პრევენციისკენ მიმართული ქმედითი ზომების გამოყენების ირგვლივ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button