მთავარისაზოგადოება

რუბენ ვარდანიანმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და  არცახში გადავიდა

რუბენ ვარდანიანმა განაცხადა, რომ გადავიდა არცახში და მიზნად აქვს შექმნას არცახის უსაფრთხოებისა და განვითარების ფრონტი. მან მთელი მსოფლიოს სომხებს მოუწოდა შეუერთდნენ ბრძოლას არცახისთვის.

„ჩვენთვის, სომხებისთვის დადგა ონტოლოგიური სარდარაპატის მომენტი. ჩვენ არ ვგრძნობთ ამას, ისევე როგორც არ ვგრძნობთ რადიაციას. მაგრამ თუ ჩვენ ყველანი ერთმანეთს მხარში არ ამოვუდგებით, დავკარგავთ იმას, რაც ჩვენი საყრდენია“, – განაცხადა რუბენ ვარდანიანმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მან უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე, რათა სომხეთის მოქალაქედ ჩამოსულიყო არცახში.

გარდა ამისა, ვარდანიანმა მიმართა აზერბაიჯანს, შეწყვიტოს ზამბარის დაჭერა. „ჩვენ არ მოგცემთ უფლებას, რომ საფეხურებრივად განდევნოთ აქედან სომხები. ეს შეუძლებელია”.

ვარდანიანმა მადლობა გადაუხადა რუს სამშვიდობოებს არცახში. „ვფიქრობ, ეს მანდატი უნდა გაძლიერდეს მანამ, სანამ ჩვენ მზად არ ვიქნებით სრულად უზრუნველვყოთ არცახის მოსახლეობის უსაფრთხოება“, – დასძინა მან.

ვარდანიანმა მსოფლიო საზოგადოების ყურადღება 21-ე საუკუნეში ეთნიკური წმენდის დაუშვებლობაზეც გაამახვილა.

ნახეთ მეტი
Back to top button