საზოგადოება
სერჟ თანკიანი სომხეთში ჩამოვიდა

მსოფლიოში ცნობილი როკ-მუსიკოსი, System of a down ჯგუფის სოლისტი სერჟ თანკიანი სომხეთშია.
“არმენპრესის” ინფორმაციით, მომღერალმა სევაკ ამროიანმა “ინსტაგრამის” სთორის განყოფილებაში სერჟ თანკიანთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი ჩანაწერით: “კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში ძმაო!”

5-10 სექტემბერს სომხეთში STARMUS VI ფესტივალი გაიმართება, რომელშიც სერჟ თანკიანიც მიიღებს მონაწილეობას.