საზოგადოება

2022 წლის 7 თვეში, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის 723 მოქალაქეს – IDFI

,,მთავარი არხი” წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” [IDFI] ინფორმაციით,  2022 წლის საწყისი 7 თვის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 723 მოქალაქეს.

ორგანიზაცია კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2018-2022 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 13,575 პირს.

საქართველოს მოქალაქეობის მიმღები (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 8,464 პირიდან 72% (6,075 პირი) წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს.

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.”

ნახეთ მეტი
Back to top button