მთავარიპოლიტიკა

დიპლომატი  – რუსეთის ერთადერთი საიმედო გზა ევროპისკენ გადის აზერბაიჯანზე, სომხეთსა და თურქეთზე

უკრაინაში ომის დაწყების და ყველა თანმხლები შედეგის შემდეგ, რუსეთის ერთადერთი საიმედო სახმელეთო გზა ევროპისკენ ახლა გადის აზერბაიჯანზე, სომხეთსა და თურქეთზე. მსგავსი მოსაზრება „არმინფოსთან“ გამოთქვა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არცახის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა არმან მელიქიანმა გამოთქვა.

„ეჭვგარეშეა, რომ ეს სომხეთს ანიჭებს   სრულიად ახალ, ძალიან მნიშვნელოვან როლს  რუსეთისთვის, არა მხოლოდ რეგიონალურად, არამედ რუსული ინტერესების განხორციელების კონტექსტშიც. ამ თვალსაზრისით, უკრაინას და მასთან დაკავშირებულ ყველა გლობალურ პროცესს  უკვე შეაქვს კორექტირება და სამომავლოდაც შეიტანს  სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ რეალობაში“, – პროგნოზირებს ის.

ამ ფონზე, ირანის, რუსეთისა და თურქეთის ლიდერების თეირანის სამიტზე ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის მიერ პუტინისა და ერდოღანისადმი გამოთქმული შეშფოთების კომენტირებისას, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, მოსკოვი უდავოდ მეორე პლანზე გადაიტანს  თეირანის მოსაზრებებს, აირჩევს იმუშაოს ევროპისაკენ მიმავალი საიმედო მარშრუტის მოპოვებაზე, ბუნებრივია,  ამ მარშრუტზე საკუთარი კონტროლის დაწესებით.

მელიქიანის თქმით, სწორედ ამას მოითხოვს მოსკოვის სტრატეგიული ინტერესები და მიზნები. სწორედ აქედან მოდის, მისი აზრით, რუსეთის ლოიალობა თურქეთისა და აზერბაიჯანის დერეფნის პროგრამების მიმართ.

“თურქეთმაც კარგად იცის ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ ანკარამ უარი თქვა თავდაპირველად გაჟღერებულ იდეაზე ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების დაბლოკვის შესახებ. ევროპისკენ ალტერნატიული მარშრუტები რუსეთის განკარგულებაში სულაც არ შედის თურქეთის ინტერესებში.  ამ მაგალითით ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ,  თუ როგორ მჭიდროდ არის გადახლართული დღეს, ერთი შეხედვით, ბუნებითა და შინაარსით სრულიად განსხვავებული გეოპოლიტიკური რეალობები“, – შეაჯამა მელიქიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button