პოლიტიკა

კონგრესმენებმა აშშ-დან არცახისთვის ჰუმანიტარული დახმარება მოითხოვეს

კონგრესის სომხური ჯგუფის თანათავმჯდომარე ფრენკ ფელონი და ნევადის კონგრესმენი დინა ტიტუსი შეუერთდნენ კონგრესის ორპარტიულ ჯგუფს, რომელიც შედგება 45-ზე მეტი წევრისაგან და მოუწოდეს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის დირექტორს სამანტა ფაუერს, სასწრაფო ზომები მიეღოთ არცახის რისკის ქვეშ მყოფი სომხური მოსახლეობის მხარდასაჭერად.  როგორც “არმენპრესი” იტყობინება, კონგრესმენებმა წერილი არცახის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავთან დაკავშირებით გაგზავნეს.  „არცახის მოსახლეობა კვლავ მძიმე პიროებებშია, რაც გამოწვეულია 2020 წელს აზერბაიჯანული ძალების მიერ გაჩაღებული 44-დღიანი ომით და ასევე უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიით. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დაადასტურა, რომ სომხეთში გადასახლებული 90 000-ზე მეტი ლტოლვილი, რომელთა უმრავლესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან, მწვავე ჰუმანიტარული კრიზისით იტანჯებიან“, – ასე დაიწყეს კონგრესმენებმა წერილი. შემდეგ მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ USAID-ის მიერ 2021 ფისკალურ წელს 5,000,000 აშშ დოლარის დაფინანსება, ისევე როგორც გაეროს სომხეთის უწყებათაშორისი რეაგირების პროგრამის მეშვეობით გაწეული დახმარება, არასაკმარისი იყო კრიზისის მოსაგვარებლად. „ბევრი ოჯახი მამაცურად დაბრუნდა თავის სახლებში არცახში, მიუხედავად აზერბაიჯანული ძალების მხრიდან ძალადობის მუდმივი საფრთხისა და საკვებისა და თავშესაფრის პრობლემებისა.  ჩვენ ასევე ძალიან შეშფოთებულები ვართ, რომ არცახში დარჩენილ ადამიანებს არ მიუღიათ აშშ-ს მიერ ადრე გამოყოფილი დახმარება“, – აღნიშნეს კონგრესმენებმა. მათ ხაზი გაუსვეს აშშ-ს დახმარების აუცილებლობას სომხებისთვის .

„ჩვენ მტკიცედ მოგიწოდებთ, ჩაატაროთ ჰუმანიტარული კრიზისის საჭიროებების განახლებული შეფასება და რაც შეიძლება მალე გაუწიოთ დახმარება დაზარალებულ მხარეს“, – ნათქვამია წერილში.

ნახეთ მეტი
Back to top button