მთავარიპოლიტიკა

ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს

ერევნის საფრანგეთის მოედანზე ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა. მოძრაობა “წინააღმდეგობის” კოორდინატორმა იშხან საღათელიანმა, წარმოადგინა სამომავლო ქმედებები, განაცხადა, რომ ისინი ახალ ინიციატივას იწყებენ, იწყებენ კონსულტაციებს სომხეთის ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ანალიტიკოსებთან, ექსპერტებთან და ინტელექტუალებთან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ  ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე და მოძრაობის შემდგომ გაფართოებაზე.

მან ხელისუფლების შეცვლის ორი გზა დაასახელა: გადადგომა და თანამდებობიდან გათავისუფლება პარლამენტის მეშვეობით.

Armenian opposition holds a protest action on the French Square of Yerevan, Armenia

„სახალხო ზეწოლის შემთხვევაში ორივე მიმართულებით შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას. პროცესის ოფიციალურ მიმოქცევაში შესვლისთვის აუცილებელია დეპუტატების 1/3-ის ხმა. საჭიროა 36 ხელმოწერა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხალხის მონაწილეობით გადაწყდება. მას შემდეგ რაც ჩვენ დავიცავთ 36 ხელმოწერას და დავიწყებთ პროცესს, ამას 48-დან 72 საათამდე დასჭირდება. „ამ 72 საათის განმავლობაში ჩვენ  გვჭირდება ათიათასობით მოქალაქე 24-საათიან რეჟიმში, სულ რაღაც 72 საათი“, – განაცხადა საღათელიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button