მთავარისაზოგადოება

სომხეთი საქართველოს მოქალაქეობის მიმღებთა პირველ სამეულშია

2018-2022 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეობა 13 ათას 575-მა უცხოელმა მიიღო, მათგან 5 ათას 111-ს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნდა, 8 ათას 382-ს კი საქართველოს მოქალაქეობა განსაკუთრებული წესით მიენიჭა. aliq.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს.

2018-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები 8 ათას 464 ადამიანის 72 პროცენტი (6 ათას 75 ადამიანი) რუსეთის მოქალაქე იყო. სტატისტიკური მონაცემებით, იმავე პერიოდში, რუსეთის შემდეგ, ყველაზე მეტი: 428 უკრაინის, 404 სომხეთის, 330 კი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.

ნახეთ მეტი
Back to top button