მთავარისაზოგადოება

STARMUS-ის დაწყება. ფესტივალი არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, განათლებას, ხელოვნებას და ტექნოლოგიას

სომხეთში ფესტივალი სახელწოდებით „STARMUS VI. 50 წელი მარსზე“ 5-10 სექტემბერს გაიმართება და ეძღვნება მარსზე კოსმოსური სადგურის Mars 3 პირველი დაშვების 50 წლის იუბილეს. აღსანიშნავია, რომ ,,მარსი 3“ წითელ პლანეტაზე ცნობილი სომეხი ინჟინრის ალექსანდრე კემურჯიანის პროპ-მ რობოტმა გადაიტანა.

სომხეთს უკვე სტუმრობენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები, ნობელის პრემიის ლაურეატები, ასტრონავტები, მუსიკოსები და ხელოვანები. ფესტივალი არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებს, რომლის ფარგლებშიც სტუმრები საზოგადოებას საჯაროდ ხელმისაწვდომ ფორმატში წარუდგენენ თავიანთ ცოდნას, გამოცდილებას და უახლეს აღმოჩენებს. მსოფლიოში ცნობილი STARMUS ფესტივალი ასოცირდება სტივენ ჰოკინგთან, ბრაიან მეისთან, ალექსეი ლეონოვთან და მსოფლიოში აღიარებულ სხვა ცნობილ სახელებთან, იმართება 2011 წლიდან და აერთიანებს მეცნიერებას, განათლებას, ხელოვნებას და ტექნოლოგიას.

ფესტივალი დააარსეს ასტროფიზიკოსმა გარიკ ისრაელიანმა და მუსიკოსმა ბრაიან მეიმ, ლეგენდარული ჯგუფის “Queen”-ის გიტარისტმა. მათი გაერთიანება ერთი პლატფორმის ირგვლივ შესაძლებელს ხდის ჩვენი დროის პრობლემების ხაზგასმას და გადაწყვეტილებების განხილვას.

STARMUS ფესტივალი აქამდე იმართებოდა ტენერიფეში (კანარის კუნძულები, ესპანეთი), ნორვეგია, შვეიცარია.

ნახეთ მეტი
Back to top button