აზერბაიჯანის დანაშაულების ამსახველი ფილმი კანის მსოფლიო ფესტივალის გამარჯვებული გახდა. იცოდეს მსოფლიომ

ამ თვეში კანის კინოფესტივალზე წარმატებას მივაღწიეთ. საქმე იმაშია, რომ ფესტივალის „გაიხსენეთ მომავალი“ თემატიკით ამერიკელი სომეხი ჟურნალისტის ვიკ გერამის დოკუმენტური ფილმი „სამშობლო“ ნომინაციაში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“ ივლისის თვის (2022) გამარჯვებულად გამოცხადდა.
ფილმი-გამოძიება მოგვითხრობს 2020 წელს განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, როდესაც აზერბაიჯანი თურქეთის აქტიური მხარდაჭერით თავს დაესხა სომხებით დასახლებულ არცახს, კიდევ ერთხელ განახორციელა სომეხი ხალხის გენოციდი და 5000-ზე მეტ ადამიანს სიცოცხლე წაართვა.
ფილმის ჩვენება ამჟამად ნაჩრდილოეთ ამერიკაში მიმდინარეობს, სადაც ღებულობს მაყურებლისა და კრიტიკოსების დიდ შეფასებებს.
ფილმის ავტორი ვიკ გერამი ამბობს, რომ ფილმი მოგვითხრობს საერთაშორისო საზოგადოების ყრუ დუმილზე, რომელიც სუფევდა 2020 წლამდეც და დღესაც გრძელდება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების მიმართ. „სამშობლოსთვის“ მიღებული სხვადასხვა ჯილდოზე მეტად, მე შთაგონებული ვარ იმით, რომ მთელ მსოფლიოში იგებენ თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ არცახის გენოციდური ოკუპაციის შესახებ, რომელმაც ომის დროს 5000-ზე მეტი სომეხი გაანადგურა“, – თქვა მან.
ვიდეოს გთავაზობთ ქვემოთ.