საზოგადოება

გასულ კვირას კორონავირუსის 12 787 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

,,მთავარი არხი” წერს, რომ გასული ერთი კვირის [28.08-02.09] განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 14 257 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 6 650 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 17.41%.

ცნობისთვის, წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 486 პირი, გარდაიცვალა სამი პაციენტი.

ნახეთ მეტი
Back to top button