მთავარიპოლიტიკა

პუტინი და ფაშინიანი განიხილავენ ყარაბაღის მოგვარების საკითხს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყარაბაღის მოგვარების საკითხს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან 7 სექტემბერს აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა, იუწყება TASS.

„სავარაუდოდ, განიხილება მთიანი ყარაბაღის მოგვარების თემა. რუსეთი აგრძელებს ყოვლისმომცველ მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში, ლიდერებს შორის სამმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი უზრუნველყოფს რეგიონის უსაფრთხოებას“, – დასძინა მან.

მან აღნიშნა, რომ ლიდერები ასევე განიხილავენ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების ძირითად ასპექტებს, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. „ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ვითარდება. რუსეთიდან გაზის მიწოდება წელიწადში 2,4 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტია (1,41 მილიარდი კუბური მეტრი მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში)“, – აღნიშნა უშაკოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button