ეკონომიკა

სომხეთში ირანული მანქანების წარმოება დაიწყება

ირანული მანქანების საწარმოო ხაზი სომხეთში ირანის ვაჭრობის ხელშეწყობის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალირეზა ფეიმანფაკის მხარდაჭერით ამოქმედდება, იუწყება IRNA. აღნიშნულია, რომ ირანელმა ოფიციალურმა პირმა და სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნარეკ ტერიანმა განიხილეს სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, საქონლის ტრანზიტის ალტერნატიული გზები, ასევე საყოფაცხოვრებო და ელექტრონული ტექნიკის ერთობლივი საწარმოო ხაზის გაშვება. ფეიმანფაკმა განაცხადა, რომ ირანის ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი გეგმავს მანქანების წარმოების ხაზის გაშვებას სომხეთში. „ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების გათვალისწინებით, მას შეუძლია კარგი შედეგები მოჰყვეს ორივე ქვეყნისთვის“, – განაცხადა მან. ირანელი ოფიციალური პირის განცხადებით, ირანის სავაჭრო დელეგაცია ერევანს ეწვევა ოქტომბრის შუა რიცხვებში სომხეთში ირანული სავაჭრო ცენტრის გახსნისთვის. ორ ქვეყანას შორის სამთო მოპოვების სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე საუბრისას, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სისიანი-ქაჯარანის გზის მშენებლობა, რომელიც შედის ჩრდილოეთ-სამხრეთის პროექტში.

ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button