საზოგადოება
ბავრის საბაჟო დროებით არ იმუშავებს

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ინფორმაციით, ქართული მხრიდან, ნინოწმინდაში ახალი საბაჟო პუნქტის მშენებლობის პროცესის დასრულების გამო, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ჩრდილოეთ საბაჟო დეპარტამენტის ბავრის საბაჟო პუნქტი დროებით შეწყვეტს ფუნქციონირებას.
ბავრის საბაჟო არ იმუშავებს 9 სექტემბერს 11:00 საათიდან 23:00 საათამდე.