პოლიტიკა

აზერბაიჯანული მედიის მორიგი სიყალბე. უცხოენოვანი აზერბაიჯანული საიტები ავრცელებენ პროპაგანდისტულ მასალებს შუშში სომხების „ვანდალიზმზე“.

კიდევ ერთხელ, აზერბაიჯანული მედია ცდილობს მანიპულირებას და საკუთარი საზოგადოების მოტყუებას,  ის, რაც მათ სურთ, წარმოადგინოს როგორც რეალობა. კერძოდ, აზერბაიჯანული პროპაგანდისტული მედია აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო პრესაში იყო პუბლიკაციები შუშის შესახებ, სადაც სომხები თითქოს „ბარბაროსობას“ სჩადიან და „ვანდალიზმს“ ეწევიან. ჯერ აზერბაიჯანულმა საინფორმაციო მედიამ დაიწყო წერა, რომ ფრანგულმა Lagazetteaz.fr-მა გამოაქვეყნა ფილმი “შუში, 30 წლის შემდეგ”, რომელშიც პროფესორი ელჩინ აჰმედოვი მოგვითხრობს “სომხების მიერ დანგრეული მისი სახლის შესახებ”. შემდეგ აზერბაიჯანულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ დაიწყო წერა, რომ იგივე ფილმი გამოქვეყნდა ავსტრიულ პრესაშიც, ვებ-გვერდზე Dasfazit.at, რომელიც ზემოხსენებულ ფრანგულენოვან ვებგვერდზე მიუთითებს. კვლევა აჩვენებს, რომ აღნიშნული მედია საფრანგეთსა და ავსტრიაში აზერბაიჯანული პოლიტიკური მანქანის ინსტრუმენტებს შორისაა, ისინი უბრალოდ უცხოენოვანი აზერბაიჯანული საინფორმაციო მედიაა. კერძოდ, az-ის არსებობა ფრანგულ სახელწოდებაში Lagazetteaz.fr უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ის აზერბაიჯანულია. უფრო მეტიც, ვებგვერდი დააარსა საინფორმაციო სააგენტო Trend-მა, აზერბაიჯანის ერთ-ერთმა პროპაგანდისტულმა მანქანამ. სხვათა შორის, საიტის გენერალური დირექტორი ჟან-მიშელ ბრუნი მიმდინარე წლის აპრილში, ოკუპირებულ სომხურ შუშში, აზერბაიჯანის რეგულარულ პროპაგანდისტულ კონფერენციაში მონაწილეობდა. ავსტრიული Dasfazit.at ასევე აზერბაიჯანს ეკუთვნის. ვებგვერდზე ნათქვამია, რომ აღმასრულებელი დირექტორი ალტაი ალასგაროვია და ისიც სააგენტო Trend-ს ეკუთვნის.

ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button