მთავარიპოლიტიკა

ეუთოს მინსკის ჯგუფის ახალი ამერიკელი თანათავმჯდომარე სომხეთში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მთავარი მრჩეველი კავკასიის საკითხებზე მოლაპარაკებებში, ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე ფილიპ რიკერი  ამ კვირაში სომხეთს ეწვევა.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ ეს რიკერის პირველი ვიზიტი იქნება რეგიონში მის ახალ თანამდებობაზე.

„მოველით, რომ ეს იქნება პირველი რეგულარული ვიზიტი რეგიონში. ის ეწვევა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს, სამივე ქვეყნის მაღალჩინოსნებს შეხვდება, რათა განიხილოს რეგიონთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, ასევე მოიძიოს პარტნიორების მხარდაჭერის გზები და უშუალოდ და კონსტრუქციულად ჩაერთოს აქტუალური საკითხების გადაჭრისა და რეგიონალური თანამშრომლობის სფეროში“, – თქვა პატელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button