პოლიტიკა

კობახიძე ოპოზიციაზე: ქართველ ხალხს ღიად ჰკითხონ – სურს თუ არა ჩაერთოს მეორე ფრონტის სახით ომში

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ ერთ მხარეს არიან უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მათ სურთ საქართველო იხილონ, როგორც მეორე ფრონტი და მეორე მხარეს არის ხატია დეკანოიძე, რომელმაც გუშინ აღიარა, წამოცდენა ჰქონდა, რომ საქართველოს უნდა შეესრულებინა ეს ფუნქცია და უნდა ყოფილიყო ამ ე.წ. სარტყლის შემადგენელი ნაწილი. საქართველოში მათ სურთ ომი, მეორე ფრონტი, უბრალოდ, პირდაპირ არ აბამენ შანტაჟს ამ მეორე ფრონტის თემას. გავიმეორებ, რა თქმა უნდა, სჯობს ისინი ღიად გამოვიდნენ და პირდაპირ უთხრან ხალხს, რა ითხოვენ, ჰკითხონ ქართველ ხალხს – სურს თუ არა ჩაერთოს მეორე ფრონტის სახით ომში, არ ვიცი, შეგვიძლია პლებისციტიც ჩავატაროთ ამ თემაზე. ხალხს ვკითხოთ, ქართულ საზოგადოებას სურს თუ არა, რომ ჩაერთოს იმ ომში, რომელიც დღეს არის სამწუხაროდ, უკრაინაში. ეს უნდა იყოს ხალხის მიერ გადასაწყვეტი საკითხი

ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნახეთ მეტი
Back to top button