ნონა გაფრინდაშვილსა და Netflix-ს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ ნონა გაფრინდაშვილსა და Netflix-ს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Variety ავრცელებს.
მედია წერს, რომ ხსენებული შეთანხმების პირობები არ გასაჯაროებულა.
როგორც ცნობილია, საქმე ეხება სერიალ “ლაზიერის გამბიტს”, სადაც ნონა გაფრინდაშვილია ნახსენები და ნათქვამია, რომ ის კაც მოჭადრაკეს არასდროს შეხვედრია.
რეალურად ნონა გაფრინდაშვილს 1968 წლისთვის უკვე 59 კაც მოჭადრაკესთან ჰქონდა თამაში გამართული, სწორედ ამ პერიოდს ასახავს სერიალის სიუჟეტი.
„მხარეები მოხარულნი არიან, რომ ეს საკითხი მოგვარებულია“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე რუფუს-ისააკსმა, რომელიც გაფრინდაშვილის წარმომადგენელია.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოჭადრაკემ Netflix-ის წინააღმდეგ დავა 2021 წელს წამოიწყო.
გაფრინდაშვილი აღნიშნავდა, რომ “ლაზიერის გამბიტში” მისი მიღწევების გაუფერულებამ უდიდესი ტკივილი მიაყენა.
ის Netflix-სგან შეცდომის გასწორებას და კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს ითხოვდა.