საზოგადოება

„ღვთის გულისთვის დაე, იმუშაონ“:  პუტინი სომხეთში გადასახლებული რუსი მიგრანტების შესახებ

რუსეთი მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რაც სარგებელს მოუტანს რუსულ ბიზნესს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მე-7 აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის სესიაზე განაცხადა, კითხვაზე, თუ რა აზრისაა რუსეთი სომხეთში გადმოსულ რუს მიგრანტებე.

„ჩვენ მივესალმებით ყველაფერს, რაც სარგებელს მოუტანს რუსულ ბიზნესს. თუ პირობები ისეთია, რომ სომხეთში მუშაობა უფრო მომგებიანი და მშვიდობიანია, ღვთის გულისთვის, იმუშაონ, არაფერს უშლის ხელს“, – განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ სომხეთში გადასული ადამიანები ძირითადად IT სექტორს წარმოადგენენ.

მისი თქმით, სომხეთი რუსეთისთვის უცხო ქვეყანა არ არის, შეიძლება ერევანში იმუშაო და ფაქტიურად მოსკოვში იცხოვრო.

ნახეთ მეტი
Back to top button