მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანს მიაჩნია, რომ მთიანი ყარაბაღის  საკითხი მოგვარებულია, რაც ეწინააღმდეგება სომხეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას – ფაშინიანი

ბრიუსელში სომხეთის, აზერბაიჯანისა და ევროპის საბჭოს ლიდერების სამმხრივი შეხვედრის დროს ვერ მოხერხდა საერთო პოზიციების დაფიქსირება სომხური მხარისათვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. ამის შესახებ სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვლადივოსტოკის სომხურ თემთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს კონკრეტულად მთიანი ყარაბაღის პრობლემას ეხება. როგორია აზერბაიჯანის თვალსაზრისი? მათ მიაჩნიათ, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემა მოგვარებულია და მეტი სალაპარაკო არაფერია. ჩვენი პოზიცია და ცხადია, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია არ ემთხვევა აზერბაიჯანის პოზიციას. აშკარაა, რომ ამ პოზიციას კონკრეტულად რუსეთის ფედერაცია არ იზიარებს. რუსეთში ჩემი ოფიციალური ვიზიტის დროს მე და რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოვაწერეთ განცხადებას, რომელშიც ჩაწერილია, რომ უნდა ვითანამშრომლოთ მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების მიმართულებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთი აღნიშნავს, რომ არის პრობლემა, რომელიც გადასაწყვეტია. და ეს ლოგიკურია, რადგან პრობლემა რომ არ იყოს, რუსული სამშვიდობო ძალები მთიან ყარაბაღში არ იქნებოდნენ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან ასევე დასძინა, რომ ბრიუსელში შეხვედრისას სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც დაარეგისტრირეს მშვიდობის მიღწევის სურვილი. თუმცა, ფაშინიანმა შენიშნა, რომ აბსოლუტურად ყველას სურს მშვიდობა, მაგრამ ყველას აქვს საკუთარი აღქმა, პირობები, შედეგები და  ატმოსფერო. მისი თქმით, სწორედ აქ ჩნდება კონფლიქტები.

ნახეთ მეტი
Back to top button