მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირმა აღნიშნა, როდის გახდება საქართველო წევრობის კანდიდატი ქვეყანა

საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა განიხილეს ურთიერთობების ახალ დონეზე მიღწევის საკითხი. ევროკავშირი საქართველოსაგან სასამართლო რეფორმებს, კანონის უზენაესობასა და მედიის თავისუფლებას ელის. თბილისი ყველა პირობის შესრულებას გვპირდება, წერს DW.

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეშვიდე სესია პირველი იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ახალ ფაზაში, მას „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭების შემდეგ, ხოლო მოლდოვამ და უკრაინამ უკვე მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“,- წერს გაზეთი.

შეხვედრისას ევროპულმა მხარემ აღნიშნა, რომ ევროკავშირისკენ წარმატებულად სვლისთვის თბილისმა მეტი ძალისხმევა უნდა გაატაროს სასამართლო სისტემის რეფორმების, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების სფეროში.

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეროვნული კონსენსუსი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და  მას განსაკუთრებულ მხარდაჭერას დაჰპირდა კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე დაარწმუნა, რომ მისი მთავრობა მოწოდებულია შეასრულოს ევროკავშირის ყველა სტანდარტი და სრულად მზად არის იმუშაოს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ გადაწყვიტა შეაფასოს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, რათა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ამ წლის დეკემბრის ნაცვლად 2023 წელს მიენიჭოს.

ტათევ ფრანგიანი

ნახეთ მეტი
Back to top button