8 სექტემბერს, ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში სპეციალური მრჩეველი ფილიპ რიკერის ხელმძღვანელობით დელეგაცია ეწვია სომეხთა გენოციდის მემორიალს, რომელსაც თან ახლდნენ სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის უფროსი არმენ იეგანიანი და აშშ ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი.
სტუმრებს მიესალმა სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორი ჰარუთიუნ მარუთიანი და მემორიალური კომპლექსის შექმნის ისტორია გააცნო. მან ასევე სტუმრებს წარუდგინა წიწერნაკაბერდის ტერიტორიაზე დამონტაჟებული სამი ხაჩქარის ისტორია, რომლებიც ეძღვნება გასული საუკუნის ბოლოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომეხი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის დროს დაღუპული სომხების ხსოვნას.
ბატონმა ფილიპ რიქერმა გვირგვინით შეამკო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ობელისკი, რის შემდეგაც აშშ-ს დელეგაციის წევრებმა მარადიულ ცეცხლთან ყვავილები დააწყვეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სომეხთა გენოციდის მილიონნახევარი უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნას.
ვიზიტისთვის მადლიერების გამოხატვისას სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორმა ჰარუთიუნ მარუთიანმა სტუმარს უსახსოვრა 1890-1922 წწ. ამერიკულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიების ორი ტომი სომეხთა ხოცვა-ჟლეტისა და სომხების გენოციდის შესახებ: «The Armenian Genocide: Prelude and Aftermath. As reported in the U.S. Press – The New York Times»։