მთავარიპოლიტიკა

კოსმოსში გაშვებული სომხური თანამგზავრი მუშაობს, არის ფოტოები 

მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის პირველმა მოადგილემ გევორგ მანთაშიანმა და SATLANTIS-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, მეცნიერმა ხუან თომას ერნანმა წარმოადგინეს დეტალები ArmSat-1-ის, კოსმოსში გაგზავნილი სომხეთის პირველი თანამგზავრის შესახებ. პრესკონფერენციაზე „არმენპრესი“ დაინტერესდა სომხეთის პირველი თანამგზავრის გაშვების შედეგებით, არის თუ არა ფოტოები და თუ ასეა, როდის გამოქვეყნდება?

„სატელიტი მუშაობს, არის ფოტოები, მაგრამ მიმაჩნია,  რომ ახლა ამაზე ლაპარაკი საჭირო არ არის. არის მიზეზები. ჩვენ ვიცით, რომ სატელიტი არსებობს, ვიცით, რომ მუშაობს, ვიცით, რომ ის ასრულებს მოქმედებებს. ვინც პროექტზე მუშაობს, იცის – უპასუხა მაღალი ტექნოლოგიებისმინისტრის პირველმა მოადგილემ გევორგ მანთაშიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button